zugdidi.gov.ge logo

სიახლეები

Acting Together for Greener Cities – GREENCITIES

Acting Together for Greener Cities – GREENCITIES

ზუგდიდის მუნიციპალიტეტიროგორც  პარტნიორი ორგანიზაცია, მონაწილეობს შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგრანტო  პროექტში - „მწვანე ქალაქები, ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ (აპლიკაციის ნომერი: Ref: BSB00460). აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი. კონსორციუმის მონაწილე მუნიციპალიტეტებია: სტამბოლი (თურქეთი), კონსტანცა (რუმინეთი), კალამარია (საბერძნეთი) და ზუგდიდი (საქართველო).

პროექტი ეხმიანება შავი ზღვის რეგიონში, სწრაფი ურბანიზაციის და ინდუსტრიალიზაციის შედეგად წარმოქმნილ საერთო ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს. ყოვლისმომცველი და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, პროექტი ფოკუსირებას ახდენს მწვანე არეალების განვითარებაზე, საზოგადოების ჩართულობასა და მწვანე ინიციატივების/კლიმატის ცვლილების ადაპტაციის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება კვლევა, რომლის საფუძველზეც ურბანიზებულ და სამრეწველო სექტორებში/ქალაქებში მოხდება არასაკმარისად ათვისებული მიწის ნაკვეთების შერჩევა. მცენარეული საფარის დამატებით და გამწვანებით, შერჩეული მიწის ნაკვეთები გარდაიქმნება საზოგადოებისთვის განკუთვნილ მწვანე სივრცეებად.

მოსალოდნელი შედეგები:

  • გაუმჯობესებული ურბანული ესთეტიკა და გაძლიერებული ბიომრავალფეროვნება;
  • ბიომრავალფეროვნების გაზრდა ურბანულ გარემოში;
  • გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემების დანერგვა;
  • ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა;
  • ცნობიერების ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა შავი ზღვის რეგიონში;
  • გარემოსდაცვითი საკითხების და მწვანე სივრცის განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • ცოდნის გაზიარებით და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით განვითარებული საერთაშორისო თანამშრომლობა;

მომავალი ინიციატივებისთვის პროექტის შედეგების გაზიარება ვებგვერდისა და სხვა დამატებითი მასალების საშუალებით.

 

 

 

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა