zugdidi.gov.ge logo

ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა

ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა

მუხლი 1.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (შემდეგში პროგრამა) ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ 18 წლამდე  არასრულწლოვან ბავშვებზე (შემდეგში-ბავშვი) პროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად.

მუხლი  2.                                                

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ ბავშვებს შეუძლიათ საბიუჯეტო წლის მანძილზე ისარგებლონ არა უმეტეს ორი ქვეპროგრამით.

მუხლი 3.

ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა განისაზღვროს  შემდეგნაირად:

1. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 060301) ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვებისთვის ყოველთვიურად 50-ლარიან (თით. ბავშვზე) ფულად დახმარებას, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტების (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსი), ჰიგიენის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების შეძენას. ყოველთვიურად ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე და ა.შ.) წარმოადგენს ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები). წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს შეუწყდება აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობა. ბავშვის ქვეპროგრამით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. 

2.   ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეების აღნიშვნის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 060303) ითვალისწინებს: ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეებში მოწყვლადი კატეგორიის ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას, საჩუქრების შესყიდვა/გადაცემას, პერიოდულად საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა ბეჭდური მასალის მომზადება/გავრცელებას, საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვასა და მოწყობას, მშობლებისთვის სატრენინგო მოდულების ორგანიზებას (წელიწადში ორჯერ).

3.სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 060304) ითვალისწინებს:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ (სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლები) განვითარების სხვადასხვა შეფერხების მქონე 10 ბავშვისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საცურაო აუზის მომსახურების (aqua-თერაპია, ნევროლოგის რეკომენდაციით) დაფინანსებას კალენდარული წლის (აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდი) განმავლობაში. მიმწოდებლის შერჩევა მოხდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის გათვალისწინებით.  ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბავშვებს შემდეგი დიაგნოზებით:

ა.ა) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80);

ა.ბ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81, G-82, G-83);

ა.გ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62), ფიზიკური შეზღუდვით.

ა.დ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში აბონემენტით განსაზღვრული ვიზიტების (არა უმეტეს 8 სეანსისა) რაოდენობის 25%-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას.

ბ)  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების (6-18 წ, არაუმეტეს 30 ბავშვისა) ინგლისური ენის შემსწავლელი წრეების (საბაზისო საფეხური: A1, A2) დაფინანსებას კალენდარული წლის განმავლობაში (იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდი). მიმწოდებლის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით.  მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში განსაზღვრული ვიზიტების (არანაკლებ 8, არაუმეტეს 12 ვიზიტი) გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას.

მუხლი 4.

 ბავშვის მშობელი/მისი კანონიერი წარმომადგენელი პროგრამით სარგებლობის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა)   განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლს და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);

გ)  ექიმი-ნევროლოგის მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: ფორმა  №IV-100/ა-ს (დედანი) პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსებისას;

დ)  ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ე)  საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს ან ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა  №IV-100/ა;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერს;

თ)   სხვა დამატებით დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში.

 

 

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა