zugdidi.gov.ge logo

სიახლეები

ზუგდიდში მცირე ფერმერებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად ახალი, ინოვაციური პროექტი იწყება

ზუგდიდში მცირე ფერმერებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად ახალი, ინოვაციური პროექტი იწყება

საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების ფილიალი საქართველოში (IOCC) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებენ ახალ ერთობლივ პროექტს -„დასავლეთ საქართველოში მოწყვლადი თემების საარსებო საშუალებების მხარდაჭერა“. 
პროექტის მთავარი მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი მცირე მეწარმეებისა და აგროსექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერა ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის, წარმადობის გაზრდისა და მიზნობრივი ტრენინგების უზრუნველყოფის გზით.
პროექტის საკვანძო სიახლეს წარმოადგენს სოლიდარობის ინოვაციური მექანიზმი- „გადაეცი შემდეგს“ (Pay-It-Forward/PIF). აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად, დაფინანსების მიმღები ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას, გადაცემული აქტივების ღირებულების 10% პროდუქციის ან მომსახურების სახით უსასყიდლოდ გადასცეს ადგილობრივ სოციალურ დაწესებულებებს ან მოწყვლად ჯგუფებს. 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მოქმედ მცირე ფერმერებსა და ბიზნესსუბიექტებს.
კონკურსის დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები:
•    საგრანტო განაცხადის ფორმა (დანართი 1)
•    საგრანტო კონკურსის პირობები და წესები (დანართი 2)
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:   25 ნოემბერი

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა