zugdidi.gov.ge logo

მერის სტიპენდია

მერის სტიპენდია

მერის სტიპენდია

მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე;

მერის სტიპენდია წესდება თვეში 250 ლარის (არსებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით, სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (9 თვე;)  სტიპენდია სტუდენტს ერიცხება პ/საბანკო ანგარიშზე;

მერის სტიპენდიის მოსაპოვებლად, მაგისტრატურაზე/დოქტორანტურაზე პირი ჩარიცხული უნდა იყოს საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების წელს;

მერის სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადებების მიღება იწარმოებს 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით;

მერის სტიპენდია ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

ძირითადი კრიტერიუმი:

მერის სტიპენდიაზე წარდგენილი კანდიდატი (სტუდენტი) უნდა გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით - საშუალო არითმეტიკული 95 ქულა და მეტი, ხოლო ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისთვის (იუნკერი) - 85 ქულა და მეტი. აკადემიური მოსწრება განისაზღვრება წინა სასწავლო წლის აკადემიური მაჩვენებლით (ბოლო ორი სემესტრის მონაცემები).

მერის სტიპენდიის მოსაპოვებლად წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

განცხადება მერის სახელზე;

უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების ფურცელი წინა სასწავლო წლის 2 (ორი) სემესტრის მონაცემებით, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტის შემთხვევაში, საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის ბოლო კურსის (ორი სემესტრის) აკადემიური მოსწრების ფურცელი.

პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

განახლებული საინფორმაციო ბარათი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან/დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ;

შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან ორი რეკომენდაცია, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს მიმართულების პროფესორის/ასოცირებული პროფესორის/ასისტენტ პროფესორის რეკომენდაცია, ხოლო ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისთვის (იუნკერი) საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პერსონალის ორი რეკომენდაცია;

სამოტივაციო წერილი;

პირადი საბანკო რეკვიზიტები ბანკიდან (ბეჭდით დამოწმებული).

ცნობა სასწავლებლიდან  მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტის აქტიური  სტატუსის შესახებ  (წარმოდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა).

ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სტუდენტის პირად საბანკო ანგარიშზე;

 

 

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა