zugdidi.gov.ge logo

სიახლეები

დადიანების სასახლე

დადიანების სასახლე

დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი – ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დადიანისეულ ორ სასახლეში ზუგდიდში. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე. მას თავდაპირველად „სამეგრელოს მუზეუმი“, შემდგომ – „ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული“, 2005 წელს კი „დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი“ ეწოდა[1]. მის ფონდებში დაცულია 50 000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა