📢 ზუგდიდის შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!
📢 ჯამში გამარჯვებულად ოთხი პროექტი გამოვლინდა.
💫 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეწვისა და გასტრონომიის სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსება მოიპოვა:
🔹რუსლან საჯაია - ააიპ ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციამ „ჰანგი“ პროექტით - კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი სავიზიტო ბარათია;
🔹 სოფია ხარჩილავა - ააიპ ,,მომავალი მე ვარ“ პროექტით - ART - ტექსტილი
💫 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა სამეწარმეო უნარჩვევების გაუმჯობესების მიმართულებით დაფინანსება მოიპოვა:
🔸 ედუარდ ფარცვანია - ააიპ ,,ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ პროექტით - დაბრენდე ხელოვნება
🔸 ილია ფიფია- ააიპ ,,ფონდი ახალგაზრდების განვითარებისთვის“ პროექტით - სნეპსმაილი-SnapSmile
🔵 კონკურსი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში.
🇬🇪🇪🇺 Eu4culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
#EU4Culture #zugdidi4culture #zugdidiculturestrategy #creativesparkge #creativestrategieslab #ზუგდიდისმერია