zugdidi.gov.ge logo

სიახლეები

ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა

ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა

✍️ ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელმაც 7 ახალგაზრდის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

➡️კომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით 5 ახალგაზრდა დაფინანსდა ( სემესტრულად 1500 ლარის ოდენობით).

🎓ნია ლომია- ირლანდიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მონაცემთა სისტემური ანალიზი/ციფრული მარკეტინგის ფაკულტეტის სტუდენტი.

🎓საბა ჩახაია -პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი.

🎓კონსტანტინე ჯალაღონია -ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და მეცნიერული საგნების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

🎓თეიმურაზ თოლორაია- აშშ-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი.

🎓მარიამ თოლორდავა - სტრასბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპექტაკლის ხელოვნებაზე (კინომატოგრაფიის განხრით) სტუდენტი.

არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამიდან 2 სტუდენტი ნანო პაჭკორია და დიმიტრი ქარჩავა დაფინანსდა.

🎓ნანო პაჭკორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის კურსის სტუდენტია. ნანო 15-17 ივნისს პორტუგალიაში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში იღებს მონაწილოებას.

🎓დიმიტრი ქარჩავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტია. დიმიტრი აგვისტოში მიემგზავრება გერმანიაში, ქალაქ ჰალე-ვუთენბერგის მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტში უმაღლესი სამედიცინო გერმანულის კურსის გასავლელად.
 

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა