ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდში ხელოვნების ფესტივალი არტ-კოლხი მიმდინარეობს

28 ივნისი, 2022
ფოტო: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ დღეს ხელოვნების ფესტივალ ,,არტ-კოლხი'' -ს მონაწილეებს მერიაში უმასპინძლა.

 

,,ხელოვნება საუბრობს იქ სადაც სიტყვები უძლურია.  ვისაუბროთ იმ ენაზე, რომელიც ყველას გვესმის. ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული ღონისძიებების სხვადასხვა ფორმატში ჩატარება, რადგან მხარეებს შესაძლებლობა გვეძლევა ერთმანეთს საკუთარი კულტურა გავუზიაროთ.'' -აღნიშნა აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას მერმა, მამუკა წოწერიამ.

 

 მერმა ასევე მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ლამაზი წარმოდგენისთვის.

 

შეხვედრაზე ,,არტ-კოლხი''-ს მონაწილეები საკუთარი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ სამოსში იყვნენ წარმოდგენილნი.

 

ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრ “ოდიშის” ორგანიზებით, 25 ივნისიდან ზუგდიდში რიგით მეექვსე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “არტ-კოლხი” მიმდინარეობს.

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ღონისძიება ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღლუმით გაიხსნა.

 

ფესტივალის ბოლო დღე ხვალ ანაკლიაში კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ART-კოლხი” 2015 წელს დაფუძნდა. ფესტივალს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ლიტვა, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი სამხრეთ ამერიკა-კოლუმბია, ბელარუსი, ლატვია, რუმინეთი. ფესტივალის მიზანია კულტურის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ნიჭიერი, შემოქმედი, ადამიანების, კოლექტივების, ანსამბლების გამოვლენა, წარდგენა საზოგადოების წინაშე.

გააზიარე