ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, ეროვნულ კონფერენციაში ,,საქართველოს გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და კლიმატის მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ მიიღო მონაწილეობა

17 იანვარი, 2023
ფოტო: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, ეროვნულ კონფერენციაში ,,საქართველოს გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და კლიმატის მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ მიიღო მონაწილეობა.

 ღონისძიება, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელა და მასში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო გაერთიანებების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები იყვნენ ჩართულნი.

 კონფერენციის მიზანს პრაქტიკოსთა პლატფორმის შექმნა და ადგილობრივი ხელისუფლების გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და კლიმატის მმართველობის საკითხების ირგვლივ გაერთიანება წარმოადგენდა.

 პრაქტიკოსთა პლატფორმა, როგორც ჩართულობისა და ცოდნის გაზიარების სივრცე, ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

 მაიზერ ნანავამ, ამ მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრაქტიკაზე ისაუბრა და ნარჩენების მართვისა და SEAP დანერგვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ერთად, მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

 აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა პრაქტიკოსთა პლატფორმა და მოხდა შესაბამისი კონცეფციის გაცნობა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ათეას ექსპერტმა წარუდგინა.

 კონფერენცია, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის "გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში გაიმართა.

გააზიარე