ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

30 May, 2022
ფოტო: 

 

,, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად იქნა მიღებული. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, კონკრეტულად პროექტს EU4Culture-ს რომლის დაფინასებითაც აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა და მის განხორციელებაში ჩართულ ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ მიმართულებით.

პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ჩართულობის უპრეცედენტო მასშტაბებით.

სამი ძირითადი მიმართულება განსაზღვრა ამ დოკუმენტმა, ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციების ქალაქი, ზუგდიდი, როგორც ხელოვნებისა და რეწვის შემოქმედებითი ქალაქი და ზუგდიდი როგორც გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი.

ზუგდიდის კულტურის განვიტარების სტრატეგიის წარმატებით განხორციელება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“-განაცხადა დოკუმენტის პრეზენტაციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

ევროკავშირის პროექტ #EU4Culture-ს კონკურსის ფარგლებში ზუგდიდმა, კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად 30,000 ევრომდე დაფინანსება მიიღო.

ევროკავშირის მხარდაჭერით, კულტურის განვითარების სტრატეგიას, ზუგდიდის გარდა ფოთი და ქუთაისი შეიმუშავებენ. მათგან ერთ-ერთი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად. დაფინანსებასთან ერთად პროექტი დაეხმარება ქალაქებს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

გააზიარე