ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მიმდინარეობს რეკონსტრუქცია...

სტაჟირება მუნიციპალიტეტში

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის შემოდგომის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის შემოდგომის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა.

სტაჟირების პროგრამის მიმდინარე ნაკადზე, განათლების შესაბამისი პროფილით, 516 მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა.

თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საჯარო დაწესებულებებში დარეგისტრირებული პირები სტაჟირებას 1-დან 6 თვემდე ვადით გაივლიან. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოიმუშაონ თავიანთი პროფილის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაეცნონ საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, გაიზიარონ საჯარო მოსამსახურისთვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმები და სტანდარტები და გახდნენ კონკურენტუნარიანები საჯარო სექტორში დასაქმების სურვილის შემთხვევაში.

გააზიარე