საკრებულოს მორიგი სხდომა 2023 წლის 3 იანვარი 14:00 საათი

3 თებერვალს, 14:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება.
მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზირი № 45, IV სართული.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტი:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „ზუგდიდდასუფთავების ცენტრისთვის“ გადაცემის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი სორდია-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
2. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
4. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ;
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძარაობის თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ (გია) მამფორიას საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნის დარღვევასთან დაკავშირებიოთ გადაწვეტილების მიღების შესახებ;
7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: ბელა მოსია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.