ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მიმდინარეობს რეკონსტრუქცია...

ორულუში 4 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

10 ნოემბერი, 2022
ფოტო: 

ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში, მოგირის უბანში 4 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრეები.

გზის სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია გაეცნენ.

,,მოგირის უბანი მჭიდროდაა დასახლებული და ორ მუნიციპალიტეტს ზუგდიდსა და ხობს აკავშირებს. შესაბამისად ამ გზის მშენებლობა პრიორიტეტად იქნა მიჩნეული“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ორულუს გზის მშენებლობით ადგილობრივებს მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდებათ და ზუგდიდს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 საავტომობილო გზას და ამჟამად მიმდინარეობს 8 გზის მშენებლობა.

გააზიარე