ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მიმდინარეობს რეკონსტრუქცია...

მერიის ჯანდაცვის პროგრამები

  •  ძვირადღირებული გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) - მაქსიმალური ლიმიტი 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარი წელიწადში ერთხელ;

ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა)  განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);

დ) ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);

 ა) ოპერაციების თანადაფინანსება - მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ.)  ჯანდაცვის სახელმწიფო   პროგრამებიდან ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ოპერაციის  ღირებულების ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: ოპერაცია,  რომლის თანაგადახდა  პაციენტის მხრიდან შეადგენს 500 ლარამდე არ ფინანსდება.  500.00 (ხუთასი)-ლარიდან - 2000 (ორი ათასი )  ლარამდე 50 %-ით, 2000 (ორი ათასი)-ლარიდან  5 000 (ხუთი  ათასი)  ლარამდე მაქსიმალური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი ) ლარი.    5000 (ხუთი ათას ) ლარს ზევით მაქსიმალური ლიმიტი 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი.

გ) მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაციის (გარდა ესთეტიური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა) ღირებულება არ უფინანსდება ჯანდაცვის სახელმწიფო  ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამების ფარგლებში - მაქსიმალური ლიმიტი 1 000.00 (ერთი ათასი) ლარი (ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით);

. ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა)  განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);

დ) ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);

ე) არსებობის შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) არსებობის შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ზ) მიმართვას საყოველთაო ჯანდაცვიდან/ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;

 

 

 

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა  აბილიტაციის პროგრამა 

პროგრამის მოსარგებლეები და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა. პროგრამის მოსარგებლეები არიან 2 წლიდან 14 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები,კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე მცხოვრები ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზი.

მოსარგებლე პირების ჩართვა პროგრამაში:

  • მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა პროგრამაში ჩართვისას და პროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.
  • მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5  თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი.
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისათვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი.
  • მოსარგებლისათვის საგარანტიო წერილის  ავტომატურ გაუქმებას იწვევს:
  • მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა განმახორციელებლის მიერ გაცემული ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე;
  • პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 15 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგებლში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

4. სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება - მაქსიმალური ლიმიტი 500 (ხუთასი) ლარი, წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები დიაგნოზით:

ა.) დაუნის სინდრომი;

ბ) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80.0 ;  G 80.1;  G-80.2 ; G-80.3; G- 80.4; G 80.8 ; G -80.9 );  

გ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81.9; G-82.0 ; G-83.2); 

დ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62.0);

ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა)  განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);

დ) ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);

 

 

იშვიათი  დაავადებების (ცელიაკია და ფენილკეტონურია) მქონე პირების სპეციალიზირებული  საკვების თანხით უზრუნველყოფა:

ე.ა) ცელიაკია-ყოველთვიურად მაქსიმალური ლიმიტი 250.00 (ორას ორმოცდაათი ) ლარი.

ე.ბ) ფენილკეტონურია - ყოველთვიურად მაქსიმალური ლიმიტი 500.00 (ხუთასი) ლარი.

ე.გ)  მუკოვისციდოზი - ყოველთვიურად მაქსიმალური ლიმიტი 500.00 (ხუთასი) ლარი.

 ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა)  განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (არსებობის შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);

დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერს;

ე ) ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციას.

ძვირადღირებული მედიკამენტები, რომელთა ერთეულის ღირებულება  50 (ორმოცდაათი) ლარი და მეტია - მაქსიმალური ლიმიტი - 150 (ას  ორმოცდაათი) ლარი, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი - მოსარგებლეები:

ვ.ა)  სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები);

ვ.ბ)   0-18 წლამდე ასაკის ბავშვები:

ვ.გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში შშმ)  პირები;

ვ.დ) ონკოლოგიური ავადმყოფები;

ვ.ე) ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება,  დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება) მქონე პირები

. ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა)  განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);

დ) ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);

ე) არსებობის  შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) არსებობის   შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;

 

თ.ა  პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო კლინიკური კრიტერიუმები;

●  ოჯახური ანამნეზი;

●  იონიზირებულ რადიაციასთან კონტაქტი საბავშვო ასაკში;

●  ანამნეზში უკვე არსებული ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადება;

●  E00-E07 – ფარისებრი ჯირკვლის ავადმყოფობები;

●  E65-E68= სიმსუქნე და ჭარბი კვების სხვა სახეები;

●  E70- E90-  მეტაბოლური დარღვევები;

 ●  სარძევე ჯირკვლის კიბოსწინარე დარღვევები ან კიბო;

●  კისრის ლიმფადენოპათია;

●   ორალური კონტრაცეპტივების მოხმარება;

●  უნაყოფობა;

 განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სპეციფიური მოვლის საშუალებების (ექსკრემენტის მიმღები კონტეინერი) დაფინანსება მაქსიმალური ლიმიტი 200.00 (ორასი) ლარი .  

ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა)  განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);

დ) ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);

8)პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე  პირების (რომლებიც ბინაზე იმყოფებიან ინტენსიური მოვლის რეჟიმში) სამედიცინო აღჭურვილობის ერჯერადი სახარჯი მასალისა და მოვლის საშუალებების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა-ყოველთვიური 200.00 (ორასი) ლარი.

ა)  განცხადებას;

ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს(დედანი);

გ)პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);

დ) მშობლის/მზრუნველის საბანკო ანგარიშის ნომერს;

ე)ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კოხლეარული იმპლანტის მქონე ან მაღალი ხარისხის (III-IV) სმენადაქვეითებული ნაოპერაციევი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის/პროცესორის ღირებულების თანადაფინანსება (საპილოტე პროგრამა 3 ბავშვისთვის)- თითოეულ ბავშვზე მაქსიმალური ლიმიტი 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი წელიწადში ერთხელ.

ა)  განცხადებას;

ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);

გ)პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);

დ)ანგარიშ-ფაქტურა;