ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მამუკა წოწერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს უმასპინძლა

24 დეკემბერი, 2021
ფოტო: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, დავით ვერავასთან ერთად, დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს და აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს, ეკა ხოფერიას უმასპინძლა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მამუკა წოწერიას თვითმმართველბის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მომავალში ერთობლივად ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება უსურვა და ამასთანავე, მერს განხორციელებულ და სამომავლოდ დაქგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამებით ადგილობრივებთან ერთად აქტიურად სარგებლობენ დევნილები. მერია მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.

მამუკა წოწერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუპლიკის მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მათთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

გააზიარე