ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ მამუკა წოწერიასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

9 ივნისი, 2022
ფოტო: 

კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, საელჩოსა და მერიის წარმომადგენლები, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ.

სტუმრები ანაკლიას, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსაც სტუმრობდნენ.

კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითმა რწმუნებულმა უნივერსიტეტს საჩუქრად წიგნები გადასცა და უნივერსიტეტის რექტორატს შეხვდა.

შეხვედრაზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ უნივერსიტეტში კორეის კუთხის გახსნაზე და უნივერსიტეტში კორეული ენის სწავლების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

ცნობისთვის, კორეის საელჩოს წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დღეს ესტუმრნენ.

გააზიარე