ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მიმდინარეობს რეკონსტრუქცია...

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი ზუგდიდში იმყოფება

8 ნოემბერი, 2022
ფოტო: 

ტანია ჰუტსა და გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილების დირექტორის მოადგილე სუზან რადვანს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ტანია ჰუტი სხვადასხვა საკითხებით, მათ შორის პროფესიული განათლებისა და ახალგზარდული მიმართულებებით დაინტერესდა.

მერმა ელჩის მოადგილეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანია ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის.

მამუკა წოწერიამ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ტანია ჰუტს ახალ პროფესიულ სასწავლებელზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისთვის აშენდა.

საუბარი შეეხო ზუგდიდში არსებულ ქართულ-გერმანულ სახლსაც, რომელიც გერმანული ენის საგანმანათლებლო დაწესებულებაა და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს გერმანული ენის კურსებს, კულტურულ ღონისძიებებს, ექსკურსიებსა და გერმანულენოვან ბიბლიოთეკას. მნიშვნელოვანია ქართულ-გერმანული სახლის მიერ განხორციელებული საზაფხულო სკოლის პროექტიც.

მერმა გოეთეს ინსტიტუტს, კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გააზიარე