დიდინეძის კახათი
დიდი ნეძის კახათი
სოფელი დიდი ნეძის კახათი მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარეების ჩხოუშიისა და ჯუმის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 15 მ. სიმაღლეზე. ქ. ზუგდიდიდან 20 კმ.-ს დაშორებით. ესაზღვრება დარჩელი, ოქტომბერი და საკუთრივ დიდი ნეძი.
სოფლის სახელწოდების არქაული ფორმებია - დიდნეძკახათი, დიდნეძურკახათი.
2014 წელს სოფელ დიდნეძს დიდი ნეძის კახათი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო.
მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.
III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ლევან გვილავა
მობ: 591-447-612