ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მიმდინარეობს რეკონსტრუქცია...

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში სწავლა განახლდა

26 სექტემბერი, 2022
ფოტო: 

სრულად რეაბილიტირებულ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში სწავლა დღეს განახლდა.

განახლებული სკოლის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან ერთად, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა,მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა ჩვენი ქალაქის ისტორიის შემადგენელი ნაწილი, განათლების მნიშვნელოვანი კერა და ქალაქის სავიზიტო ბარათია. დიდი მადლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაფინანსებითაც სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს გილოცავთ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ეზიარებიან ამ სივრცეს და პირველ ნაბიჯებს გადადგამენ ცოდნისკენ. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! „-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.

1400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

გააზიარე