მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია
ა(ა)ი.პ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“
დირექტორი – მანუჩარ სამუშია
ტელ: 555 74 08 65
ა(ა)ი.პ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“ ცენტრის უფლება-მოვალეობანი:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კულტურული დონის ამაღლება ხელოვნების სხვადასხვა დონის მაღალპროფესიულ დონეზე კვალიფიციური სწავლება და პოპულარიზაცია. ქართული ფოლკლორულ-ეტნოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი განვითარების ხელშეწყობა.
შემოქმედებით მუშაობა, სახელოვნებო ნიჭით დაჯილდოებული პირების გამოვლენა, მათ შენდგომ პროფესიულ დაოსტატებაზე ზრუნვა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების შენარჩუნება და განახლება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობისადმი საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ზუგდიდელ მხატვართა შემოქმედებითი მუშაობის ხელშეწყობა, სამხატვრო გალერეაში ნახატებისა და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების გამოფენების მოწყობა.
თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შესაბამისად სასცენო ხელოვნების პოპულარიზება და განვითარება, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე თეატრალური წარმოდგენების გამართვა, საზოგადოებაში თეატრის სამოყვარულო დონეზე პოპულარიზება. კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობა, მსახიობთა ოსტატობის დასახვეწად მასტერ-კლასების ორგანიზება. სამოყვარულო თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდას თეატრისადმი.
საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.