მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია...
ა(ა)ი.პ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“
დირექტორი – ზვიად ქარჩავა
ტელ: 591 60 83 98
ა(ა)ი.პ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“ ცენტრის უფლება-მოვალეობანი:
ღირსშესანიშნავი ბუნების შენარჩუნება, მოვლა, მუდმივი ზრუნვა, გაფრთხილება, განვითარება, გამრავალფეროვნება და დაცვა;
ბოტანიკური ბაღის მართვის, სარგებლობის, განვითარებისა და დაცვის ეფექტური სისტემის შექმნა და დანერგვა;
არსებული ინფრასტრუქტურის, მატერიალური ბაზის გაფართოება და ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;
საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების, ბავშვების გარემოსდაცვითი და ბუნებისდაცვითი განათლების ხელშეწყობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობების განმტკიცება მეცნიერ-მკვლევარებსა და სამეცნიერო ჯგუფებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან;
ქვეყნის შესაბამისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისათვის ხელის შეწყობა;
დაინტერესებული პირებისა და მოსახლეობისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ბოტანიკური ბაღის საქმიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ტურისტული მომსახურებისათვის (მათ შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ეკო და სათავგადასავლო) თანაბრად ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის განვითარება;
სეზონური გამწვანებისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება და მისი ხელშეწყობა.