ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მიმდინარეობს რეკონსტრუქცია...

2021 წლის 28 მაისი, 12:00 საათი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჯუმის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

21 May, 2021
ფოტო: 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ახალსოფლის ტერიტორიაზე შპს „ვესტ ჯორჯიას“ ასფალტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ასფალტის წარმოება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ვესტ ჯორჯია“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალსოფელი; საჯარო განხილვის ორგანიზატორი:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა:

2021 წლის 28 მაისი, 12:00 საათი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჯუმის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯუმის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 4 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

გააზიარე