საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 2022 წლის 23 დეკემბერი 15:00 საათი

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2023–2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი სორდია - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ნუგზარ მალაშხია-ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორი.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით (პირობებით), 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით სარგებლობის უფლებით, სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის“ გადაცემის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი სორდია - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ლაშა ადეიშვილი - მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აბასთუმნის, ანაკლიის, ჯუმის (ახალსოფელი), ორსანტიის, ორულუს, ოქტომბერის, ცაიშის, ჭკადუაშის და ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ გადაცემის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი სორდია - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ლაშა ადეიშვილი - მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.
4. "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №42 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი სორდია-ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ლაშა ადეიშვილი-მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.
5. ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების ინიცირების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტებთან შესაბამისობაში დადასტურებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე;
მომხსენებელი: გიორგი სორდია - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ირაკლი ციმაკურიძე - ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება.
6. “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხსენებელი: ბესიკ გაბუნია - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ნანი მიქენაია - მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე.
7. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის მიღებაზე საქართველოს მთავრობის წინაშე შუამდგომლობით მიმართვისა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: ბესიკ გაბუნია - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: მარიკა ხასია - მერიის საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.
8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ;
მომხსენებელი: გიგა ფარულავა - საკრებულოს თავმჯდომარე.