ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის ანგარიში

მოსწავლე ახლაგაზრდობის სასახლესთან არსებულმა ახალგაზრდულმა სათათაბირომ დღეს, საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მათ როლს, როგორც მუნიციპალიტეტის ასევე ქვეყნის განვითარების სამსახურში და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწორად, ეფექტურად და ერთიანი ძალისხმევით წარიმართოს ახალგაზრდული პოლიტიკა, რათა მივიღოთ მაქსიმალურად ხარისხიანი, მომავალზე ორიენტირებული შედეგი.
ამასთანავე, მერმა ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა და დასძინა, რომ მათთან თანამშომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
მოსწავლე ახლაგაზრდობის სასახლესთან არსებულ ახალგაზრდული სათათაბიროს საქმიანობის შემაჯამებელ შეხვედრას მერი, მამუკა წოწერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ჩიქოვანთან და თავის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად დაესწრო.