Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ძვირადღირებული მედიკამენტები

ძვირადღირებული მედიკამენტები, რომელთა ერთეულის ღირებულება აღემატება 50 (ორმოცდაათი) ლარს - მაქსიმალური ლიმიტი - 150 (ას  ორმოცდაათი) ლარი, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი - მოსარგებლეები:

  • სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები);
  •  0-18 წლამდე ასაკის ბავშვები:
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში შშმ)  პირები;
  • ონკოლოგიური ავადმყოფები;
  • ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება,  დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება) მქონე პირები

. ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

  •  განცხადებას;
  •  პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
  •  სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);
  •  ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);
  •  არსებობის  შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  •  არსებობის   შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;

 

 

 

 

 

Share page