Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ურთა

ადმინისტრაციული ერთეულები: ურთა  კოლხეთის დაბლობიზე, მდინარე ჯუმის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 70 მეტრზე სოფელი ურთაა გაშენებული. ჰავა ტროპიკულია – თბილი ზამთარი,გრილი ზაფხული. ნალექების რაოდენობა: 1700-2000 მმ–ია. სოფლიდან უახლოესირკინიგზის სადგურიამდე (ცაცხვი) –– 5 კმ–ია. ზუგდიდიდან დაშორებულია 13 კმ–ით.
ურთას აღმოსავლეთით სოფელი აბასთუმანი, ჩრდილოეთით სოფელი ჭითაწყარი, დასავლეთით სოფელი ცაიში, სამხრეთით ურთის მთა ესაზღვრება.

თანახმა ლეგენდა დაკავშირებულია ძველ დროში საუკუნეების წინ სადამსჯელო ბორბალის დატრიალებასთან (,,დურთასთან“). დროთა განმავლობაში ჩამოშორდა პირველი ასო ,,დ“ და დარჩა ,, ურთა“, რომელიც თავდაპირველად მთას და შემდეგ მის ჩრდილო–ფერდობზე შეფენილ სოფელს ეწოდა. თუმცა ,,ტოპონიმ“ ურთაზე ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა მ. პაჭკორიამ სახელწოდება ,,ურთა“ დაუკავშირა ,,თუთას“ (მეგულად – მთვარე). მას მხარი დაუჭირა აკადემიკოსმა გ. ჩიტაიამ, პროფესორმა ალ. ღლონტმა და პროფესორმა პ. ცხადაიამ.
ურთას მთის კალთაზე შემორჩენილია პატარა ისტორიული ძეგლი. მე–17 საუკუნეში აგებული ჯეგეთას წმინდა გიორგი ეკლესიის ნანგრევები, რომელიც ცნობილია თავისი ლაპიდარული წარწერით და ლეგენდებით (რკინის ჯაჭვი, ბორზალი, ჯეგე) ეკლესიის ნანგრევების დასავლეთის კარის არქტავის ქვაზე 70X105სმ–ზე თერთმეტი სტრიქონისაგან შემდგარი წარწერაა.

ამჟამად ეს წარწერა და რელიეფური ფიგურები გადატანილია ზუგდიდის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში. წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია აშენებულია მე–17 საუკუნის 20–იან წლებში. ლევან მეორე დადიანის განკარგულებით ცაიშელ–ჯუმათელი მთავარეპისკოპოსის მალაქიას მიერ. ჯეგეთას წმინდა გიორგის ეკლესიის შერჩენილი ნანგრევთა და ცნობილი მკვლევარების (აკად. ნ. მარი, აკად. ი.ჯავახიშვილი, აკად. ს. მაკალთია, პროფ. ს. ზაქარაია) სამეცნიერო ნაშრომების თანახმად იგი ოდითგანვე შეიცავდა საკულტო ნაგებობათა კომპლექსს და ერთ–ერთი პუპულარულ სამლოცველო ადგილს წარმოადგენდა სამეგრელოში. ურთის მთის ფერდობზე სამი გამოქვაბულია, რომლიდანაც მხოლოდ ერთია ხელოვნური ორი დანარჩენი კი ვიწროა და გრძელი.

ზუგდიდის ცაიშის გეოთერმულ ზონაში არსებული 18 ჭაბურღულიდან სამი მდებარეობს სოფელ ურთაში. მათ შორის მხოლოდ ერთია გახსნილი, დანარჩენი ორი დროებით დახურულია. გახსნილ ჭაბურღილზე თერმული წყლის ტემპერატურა მერყეობს 82 გრადუსიდან 106 გრადუსამდე. მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს ორი მცირე სათათბირო მეურნეობა.
ურთის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე ფუნქციონირებს კირქვის მოპოვებისა და გადამუშავების საამქრო. სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, ცნობილი მკვლევარისა და საზოგადო მოღვაწის სოლომონ ცაიშვილის სახლმუხეუმი. ძირითადი კულტურებია მრაავალწლიანი ––– თხილი, ციტრუსი, დაფნა.
ერთწლიანი –– სიმინდი, სოია, ლობიო. 

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ბადრი ნინუა

მობ: 591 44 76 33