გარე რეკლამის განთავსების ნებართვა
გარე რეკლამის განთავსების პირობები
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმას სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილს, გაბარიტული ზომების, მიზანშეწონილობის და ფორმის მითითებით ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
- გარე რეკლამის გავრცელების გეგმა შეთანხმებული უნდა იყოს საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან.
- გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული აუქციონის ფორმით და მისი მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას , დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებრთვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
- აუქციონი ტარდება გამოცხადების დაღიდან მე-20 კალენდარულ დღეს.
- გარე რეკლამის განთავსებისთვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.
- ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.
- გარე რეკლამა არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს; მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
- შენობა-ნაგებობებზე გავრცელებული რეკლამა არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და კონსტრუქციულად მდგრადი უნდა იყოს. ნებისმიერი სახით გავრცელებული გარე რეკლამა არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს
- ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.
- გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო (ქ. ზუგდიდი – მერია).
- გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.
- საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია: