საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
სააგენტოს შესახებ
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2004 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მის ფიუნქციას მხოლოდ უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაცია წარმოადგენდა.
სააგენტოს წარმატებულმა მუშაობამ დროთა განმავლობაში მისი ფუნქციების გაზრდა განაპირობა:
2004 წელს სააგენტოს გადმოეცა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივი
2004 წელს სააგენტოს დაეკისრა მოძრავ ნივთებსა და არამატარიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეგისტრაცია
2004 წელს სააგენტოს დაეკისრა ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის ფუნქცია
2005 წელს სააგენტოს ნოტარიუსთა პალატიდან გადმოეცა ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების რეგისტრაციის ფუნქცია
2010 წელს სააგენტოს გადმოეცა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის ფუნქცია
2011 წელს სააგენტოს დაეკისრა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფუნქცია
2012 წელს სააგენტოს გადმოეცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის ფუნქცია
2012 წლიდან სააგენტო დაეკისრა ქვეყნის მასშტაბით სამისამართო სისტემის წარმოება და ნუმერაციის მინიჭება ქალაქ თბილისის მასშტაბით
2014 წლიდან მუნიციპალიტეტების რეგისტრაციის ფუნქცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა
2016 წელს საჯარო რეესტრს დაევალა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოება
სააგენტო უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით.