სახანძრო / სამაშველო
112 განკუთვნილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას.
გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც აუცილებელია პოლიციის, სახანძრო/სამაშველო ბრიგადის ან სასწრაფოს დაუყოვნებლივ მოსვლა.
იმისათვის, რომ განსაზღვროთ არის თუ არა სიტუაცია გადაუდებელი უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვას:
აუცილებელია საგანგებო სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო) დაუყოვნებლივ მოსვლა ადგილზე?
თუ ამ კითხვაზე თქვენი პასუხია „დიახ“ აუცილებლად უნდა დარეკოთ 112 - ზე და მიაწოდოთ ოპერატორს ინფორმაცია რა მოხდა ან რა შეიძლება მოხდეს.
დარეკეთ 112 - ზე, როდესაც:
ხანძარია
- პიროვნებამ მოულოდნელად დაკარგა გონება
- პიროვნებას აქვს სხეულის სერიოზული დაზიანება
- პიროვნებას აქვს ძლიერი სისხლდენა
- გახდით თვითმკვლელობის მცდელობის თვითმხილველი
- გახდით მკვლელობის თვითმხილველი
- გახდით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თვითმხილველი
- გახდით ყაჩაღობის თვითმხილველი
- გახდით ძარცვის თვითმხილველი
- გახდით ძალადობის თვითმხილველი
- შეამჩნიეთ პოლიციის მიერ ძებნილი პიროვნება
- გახდით ნარკოტიკების მოხმარების თვითმხილველი
- შეამჩნიეთ საეჭვო სახის ნივთი
- გახდით აფეთქების თვითმხილველი