ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდში უფასო ნევროლოგიური გასინჯვები მიმდინარეობს

9 ივლისი, 2018

მერიის მხარდაჭერით ზუგდიდში, C ჰეპატიტის მართვის ცენტრში, ზუგდიდში მცხოვრები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასო ნევროლოგიური გასინჯვები მიმდინარეობს. გასინჯვებს ქ. თბილისის ს.ყიფშიძის სახელობის ნევროლოგთა საზოგადოება ატარებს. აქციის მიმდინარეობას მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია და წარმომადგენლები ესწრებიან. უფასო გასინჯვები დღეს 17:00 საათზე დასრულდება.

გააზიარე