ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
ფოტო:

ჭავჭავაძის ქუჩაზე გზასთან ერთად მოეწყობა მიერთებები, ტროტუარები და ბორდიურები.
წელს საზგაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ პროექტები ხორციელდება და ზუგდიდში 70-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდება.
ქ. ზუგდიდში უკვე დასრულდა ლ. ბერიას და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია.
განახლდა ზუგდიდის ცენტრალური მოედანი.
ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები;
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.