ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

13 იანვარი, 2021
ფოტო: 

ამ ეტაპზე ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან ერთად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანაშიას ქუჩაზე დაათვალიერა.

ჯანაშიას ქუჩაზე გზის მეორე ფენის დაგების სამუშაოები ხორციელდება.

როგორც მერმა აღნიშნა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში და ზუგდიდს უახლოეს მომავალში განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ექნება.

გზასთან ერთად ეწყობა ტროტუარები, ბორდიურები, სანიაღვრეები და მიერთებები.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

გააზიარე