ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდში პროექტების მონიტორინგის ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა

10 ოქტომბერი, 2018

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხიანად და ვადებში შესრულებაზე ინფორმაციის მიღებაა. ✅შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების მიზნით, მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დავალებით, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

გააზიარე