ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდსა და მარიუპოლის შორის მემორანდუმი გაფორმდა

10 April, 2019

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალოების შემსრულებელმა, მაიზერ ნანავამ და მარიუპოლის ქალაქის საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, სტეფან მახსმა, ქალაქებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 მემორანდუმის ხელმოწერა საფუძველს ჩაუყრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და მარიუპოლის ქალაქის საბჭოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყებას და შემდგომ განვითარებას. მხარეები გაიზიარებენ გამოცდილებას და ითანამშრომლებენ იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებისა და ინტეგრაციის სფეროში მიღებული წარმატებული მაგალითების დასანერგად და განსახორციელებლად საქართველოსა და უკრაინაში. შეხვედრაზე, მხარეებმა ერთმანეთს, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პრობლემები გაუზიარეს და სამომავლო გეგმაზე ისაუბრეს.

ზუგდისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით გამოცდილება დაუგროვდა, - „უკრაინა და საქართველო არის ქვეყნები, რომლებიც დიდი ხანია მეგობრობენ. ჩვენ გამოვიარეთ პოსტსაბჭოთა პერიოდი და დღეს ვდგავართ სხვა რეალობის წინაშე, ქვეყანაში გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები და დღეს ერთმანეთს ამ გამოცდილებას ვუზიარებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან არაა დაყოფილი საზოგადოება, დევნილებად და ადგილობრივებად, ისინი ინტეგრირებულნი არიან. თუმცა აქვე დავძენ, რომ ბევრი რამ დახვეწას მოითხოვს და ამ მიმართულებით მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს" - განაცხადა მაიზერ ნანავამ.

შეხვედრას, საამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეს ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მარიუპოლის ქალაქის საბჭოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ოფისების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე