ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგების პრობლემა არ არის

17 მარტი, 2020

ფოტოალბომი facebook

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედ ქსელური მარკეტებისა და ცენტრალური ბაზრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული სასურსათო მარაგისა და ფასების რეგულირების საკითხი განიხილეს. როგორც მარკეტების მენეჯერებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგის პრობლემა არ დგას და შემოტანის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. მათივე თქმით ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოებიც. როგორც გიორგი შენგელიამ განაცხადა, მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგის პრობლემა არ დგას და ამ მხრივ სტაბილური ვითარებაა, ,,მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრა, რომ არანაირი სასურსათო დეფიციტი არ გვაქვს მუნიციპალიტეტში".

აგრეთვე, შეხვედრაზე მერმა მეწარმეებს მოუწოდა არ დაუშვან პროდუქტზე ფასების ხელოვნური ზრდა.

გააზიარე