ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოწყვლად ოჯახებს სასურსათო პროდუქტი დაურიგდა

29 დეკემბერი, 2020
ფოტო: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ობოლ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს სასურსათო პროდუქტი ურიგდებათ. პროცესი შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.
გარდა ამისა ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პანდემიის დროს სასურსათო პროდუქტებით დახმარებას განაგრძობს. მერია ათასზე მეტ ოჯახს უკვე დაეხმარა, პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, საბავშვო ბაღის 4200-ზე მეტ აღსაზრდელს კი სასურსათო პროდუქტი უკვე მეორედ გადაეცემა.
სასურსათო კალათები საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ხურჩაში, კოკსა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადასცეს.

გააზიარე