ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 ახალი ამბულატორია შენდება

29 ოქტომბერი, 2019

ფოტოალბომი facebook 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ახალაბასთუმანის, ხურჩას, ყულიშკარის, კახათისა და ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ახალი ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

ხუთი ახალი ამბულატორიის ასაშენებლად 500 000 ლარი რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო.

მიმდინარე წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცაიშის, ჩხორიასა და აბასთუმანის ამბულატორიებს.

გააზიარე