ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია ,,გოკურცხის“ ორგანიზებით, ინტელექტუალურ ჩემპიონატ ,,კვადროს“ ფინალი გაიმართა
ფოტო:

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია ,,გოკურცხის“ ორგანიზებით, ინტელექტუალურ ჩემპიონატ ,,კვადროს“ ფინალი გაიმართა.
ფინალში ზუგდიდის მე-9, მე-10, ყულიშკარის, კორცხელისა და ქართულ-ფრანგული საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ.
გამარჯვება ყულიშკარის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ასევე დაჯილდოვდა ,,ონლაინ-კვადროს“ გამარჯვებული მე-9 საჯარო სკოლა.
პროექტი 2020 წლის ოქტომბრიდან, როგორც ლაივ, ასევე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. გამარჯვებული გუნდები წიგნებით, კვადროს პრიზითა და თასით დაჯილდოვდნენ.
ასევე, თამაშში მონაწილე ხუთივე გუნდი ექსკურსიით დაჯილდოვდა. ინტელექტუალურ ჩემპიონატს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა დაესწრო.