ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზუგდიდელი კარატისტების წარმატება

11 სექტემბერი, 2018

 

თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში კარატეში "Open Tbilisi" ზუგდიდელმა კარატისტებმა წარმატებით იასპარეზეს. წონითი კატეგორიებისა და წლოვანების მიხედვით ისინი 4 ოქროს,3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ. ჩემპიონები გახდნენ: ილია გაბრავა,გია ალანია საბა მანია და ბუბა ქირია. მეორე საპრიზო ადგილზე გავიდნენ: ვალიკო ფონიავა,ირაკლი ჭურღულია, ილია ქანთარია. მესამე ადგილი დაიკავეს: უტა ფონიავამ,ნიკოლოზ პერტაიამ,ალეკო ფიფიამ და საბა ქაქუთიამ. ტურნირი მიზნად ისახავდა საუკეთესო კარატისტების გამოვლენას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც დაგეგმილია დანიაში. საბა მანია და ვალიკო ფონიავა ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ზუგდიდელ კარატისტებს გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას უსურვებს.

გააზიარე