ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ზედაეწერში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 მარტი, 2019

ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში იცვლება კარ-ფანჯრები, ეწყობა სველი წერტილები, სეპტიკი და სატუმბი მოწყობილობები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითერბის სააგენტო ახორციელებს და სამუშაოებისთვის 174 015 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე