ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ხათუნა ფანთია - მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებული

18 აგვისტო, 2021
ფოტო: 

წელს პირველად საქართველოში,  USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მხარდაჭერით, „მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი“  ჩატარდა, რომლის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობაა, წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით.

 

კონკურსის ფარგლებში, მშობლიური ენისა და მათემატიკის 31 საუკეთესო პედაგოგი გამოვლინდა.

 

მასწავლებელთა აღიარების რეგიონალურ კონკურსში, ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ფანთია, დაწყებით საფეხურზე  (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელის ტიტულის მფლობელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ, დღეს მერიაში, ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო ბულიას და ამავე სკოლის, საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელს ხათუნა ფანთიას  უმასპინძლა.

 

კონსტანტინე კაკავამ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის, პედაგოგიური ღვაწლისთვის, მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდის პროცესში დაუღალავი შრომისთვის, საუკეთესო  პედაგოგს, ხათუნა ფანთიას მადლობა გადაუხადა,  სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მადლობის სიგელთან ერთად თაიგული გადასცა.

 

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები მიმდინარე წლის  წლის ივნისის თვეში  დასახელდნენ.

გააზიარე