ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენა

15 May, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’, ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენა - გაყიდვაში "Expo Batumi Travel 2018" მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სპეციალური სტენდით წარსდგა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მერიის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელმა კონსტანტინე წიფურიამ წარადგინა.

გამოფენის მიზანი საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების პოპულარიზაციაა.

‘’Expo Batumi Travel 2018’’-ში მონაწილეობა ადგილობრივმა და უცხოურმა კომპანიებმა, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადსხვა კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.

გააზიარე