ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ტრანსპორტის განყოფილება

ტრანსპორტის განყოფილება დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას;
  • მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
  • მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში ჭარბი მგზავრთა ნაკადების განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას;
  • მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;
  • მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოსთან ერთად;
  • წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
  •  წინადადებების მომზადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
  • სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
  • მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სქემისა და პოლიტიკის შემუშავებას;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;
  • მერიის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმე წონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;
  • კომპეტენციას მიკუთვნებული წერილების განხილვას და გადაწყვეტას;
  •  მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

 

 

ტრანსპორტის განყოფილების უფროსი II რანგის -  მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი

დავით ხუბუა - 571 77-47-07

 

უფროსი სპეციალისტები:

III რანგი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -  ლევან ჩიქოვანი - 591 44-53-21

III რანგი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თამარ ჯიჭონაია - 591 44-53-60

III რანგი II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - იოსებ ჯოჯუა - 591 44-40-15

 

 

 

გააზიარე