ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

თეთრი გიორგის ქუჩაზე არსებულ ვითარებას მერი ადგილზე გაეცნო

2 სექტემბერი, 2019

   ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თეთრი გიორგის, ლვოვისა და ერევნის ქუჩებზე მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

,,თეთრი გიორგის ქუჩაზე საკანალიზაციო არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მოხდა მათი ჭების დაბინძურება, რამაც, რამდენიმე ადამიანის მოწამვლა გამოიწვია. 6 ადამიანი გადის მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში, ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროცესში, კომპანიას დავავალდებულეთ, რომ ადგილობრივების წყლით მომარაგება მომხდარიყო, თუმცა ეს გარკვეული შეფერხებებით ხორციელდებოდა. შევისწავლეთ მდგომარეობა ადგილზე, მოხდება აღნიშნული მოსახლეობის სასმელი წყლით სრულად მომარაგება, იმ პერიოდამდე, სანამ ყველა ოჯახის სასმელი წყლის მდგომარეობა ლაბორატორიულად არ იქნება შემოწმებული. პრობლემის აღმოფხვრამდე, კომპანია მუნიციპალიტეტთან ერთად მოახდენს აღნიშნული უბნის სასმელი წყლით მომარაგებას“. - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში, თეთრი გიორგის, ლვოვისა და ერევნის ქუჩებზე აღნიშნული პრობლემის საბოლოო მოგვარებამდე მოხდება მოსახლეობის სასმელი წყალით უზრუნველყოფა.

გააზიარე