ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

თამარ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

23 April, 2019

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

გზებზე სამშენებლო სამუშაოების აღწერილობის მიხედვით, თამარ მეფის ქუჩაზე 2300 გრძ/მ გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზა დაიგება.

სამუშაოების ღირებულება 5 373 373 ლარია და ის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ამასთანავე, თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და ის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის 16 სოფლის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს, ხოლო ქალაქში დაგეგმილია 10 გზის რეაბილიტაცია. სულ გზების აღდგენითი სამუშაოებისთვის 36 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

გააზიარე