ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის პროგრამა

სხვადასხვა სახის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება - მაქსიმალური ლიმიტი 500 (ხუთასი) ლარი, წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები დიაგნოზით:

  • დაუნის სინდრომი;
  • ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80.0 ;  G 80.1;  G-80.2 ; G-80.3; G- 80.4; G 80.8 ; G -80.9 );  
  • სხვა პარალიზური სინდრომები (G-81.9; G-82.0 ; G-83.2); 
  • განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62.0);

 

. ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

  • განცხადებას;
  • პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს (საჭიროების შემთხვევაში) და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
  •  სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა  IV-100/ა-ს (დედანი);
  •  ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი;

 

            

       

გააზიარე