ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანა-ლაბორატორია სოფლებში

11 სექტემბერი, 2019

აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანა-ლაბორატორია, სოფლებში გადაადგილდება. მოძრავი ლაბორატორია აღჭურვილია საველე სამუშაოებისათვის საჭირო უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით.

დღეს, გასვლითი შეხვედრები   ანაკლიის,  ორსანტიასა და კოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმარტა,  სადაც მობილური ლაბორატორიის მეშვეობით, ადგილზე შემოწმდა მოსახლეობის მიერ მოტანილი

ფოტოალბომი facebook

ხილ-ბოსტნეულის ნიმუშები და ფიტოსანიტრების მიერ გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

მოსახლეობასთან შეხვედრებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

,, მობილური მანქანა ლაბორატორია, რომელიც დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში დაინერგა, ახალი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. ლაბორატორია  მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს მიიტანონ თავიანთ ნაკვეთებში მოწეული ხილი,   სადაც მას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ეს მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ჩვენი ბაღების სწორ წამლობას.

ლაბორატორია მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმოძრავებს და მისი ლოკაციის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცნობება“-აღნიშნა  გიორგი შენგელიამ.  

შეხვედრებზე ადგილობრივებს, ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სახლის პირობებში, მავნებლის საწინააღმდეგო მექანიკური მეთოდები გააცნეს.

მოსახლეობისათვის მოქმედებს სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც, ფიტოსანიტარი სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს, აწვდიან ინფორმაციას მცენარეთა დაავადებების შესახებ და უწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას, თუ რა პრეპარატებით ებრძოლონ ამა თუ იმ დაავადებას.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანია მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების მიღება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის სისტემის გაძლიერება.

დღესვე, სოფელ ორსანტიაში, მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ის საყანე ფართობები დაათვალიერეს, სადაც ფერმერებმა, სახელწმიფოს დახმარებით და დროულად ჩატარებული აგროსამუშაოების შედეგად სიმინდის კარგი მოსავალი მიიღეს.

გააზიარე