ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სოციალურმა კომისიამ განცხადებები განიხილა

13 ივნისი, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოქალაქეთა სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებებისა და მომართვების საფუძველზე სოციალური მდგომარეობისა და პირობების შესწავლის მიზნით შექმნილი კომისიის რიგით მე-9 სხდომა გაიმართა, სადაც ბენეფიციართა განცხადებები განიხილეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში 3 განცხადება დაკმაყოფილდა, ასევე კომისიამ განიხილა მომვლელის პროგრამაში ჩართვის სურვილის მქონე 2 ბენეფიციარის განცხადება. კომისიის გადაწყვეტილებით, სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 2 ოჯახს ფინანსური დახმარება (თითოეულს 500 ლარის ოდენობით), გაეწევა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამაში კი დამატებით 4 ბენეფიციარი ჩაერთო.

გააზიარე