ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სოციალურმა კომისიამ განცხადებები გადაამოწმა

11 სექტემბერი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებებისა და მომართვების საფუძველზე სოციალური მდგომარეობისა და პირობების შესწავლის მიზნით შექმნილი კომისია ბენეფიციარების განცხადებებს ადგილზე ეცნობა. ამ ეტაპზე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებები ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ზუგდიდში, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩებზე გადამოწმდა.

გააზიარე