ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

სოციალური სახლების მშენებლობაზე ოჯახების შერჩევა იწყება

27 May, 2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალური სახლების მშენებლობაზე ოჯახების შერჩევას იწყებს.

მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით  შექმნილი კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა და სამუშაო გრაფიკზე იმსჯელა. შეიქმნა 8 სამუშაო ჯგუფი.

კომისიის  შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.

მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 250 განცხადება შემოვიდა, რომელთაგან 116 სოციალური სახლების მშენებლობას, ხოლო 134 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვას შეეხებოდა.

სოციალური სახლი 25 ოჯახს აუშენდება. გაიზრდება საცხოვრებელი სახლების კვადრატულობა.

2015 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 117 სახლი აშენდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, თავისუფლების ქუჩაზე,  სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 20 ბინიანი კორპუსის  მშენებლობაც იგეგმება.

 

 

 

გააზიარე